„გვირილობა – 2026“

22:00, 03.05.2026

ქველმოქმედებიდან სახალხო დღესასწაულამდე – ქუთაისში გვირილობა იზეიმეს. ქუთაისობის საუკუნოვან ისტორიას ყოველწლიურად აგრძელებს ამ დღესთან დაკავშირებული ტრადიციები, განსაკუთრებულ სილამაზეს კი ქალაქს განუყოფელი სიმბოლო – გვირილები სძენს. დღესასწაულმა სხვადასხვა ეპოქაში ფორმა და სახე არაერთხელ შეიცვალა, თუმცა უცვლელი დარჩა მთავარი იდეა — ეს დღე ქუთაისისთვის ერთიანობის, სითბოსა და ზეიმის სიმბოლოა. გვირილობა აერთიანებს ქალაქს და მის სტუმრებს, ძველი ტრადიციების გაგრძელებით კი, ქუთაისს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

ნატა ტაბიძისა და გიორგი კიკვაძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი