„გვირილობა 2026“ ქუთაისში

„გვირილობა 2026“ – ქუთაისში სახალხო დღესასწაულმა ტრადიციულად საზეიმო განწყობით ჩაიარა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა მიმდინარეობდა. მოეწყო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები. დილიდან ზეიმი ბაგრატის ტაძარში დაიწყო, სადაც მეუფემ მრევლი დალოცა და დღესასწაული მიულოცა. დღის მთავარ მოვლენას კი ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა უმასპინძლა, სადაც საპატიო ქუთაისელები გამოვლინდნენ. „გვირილობა 2026“ წელსაც გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები იღებენ მონაწილეობას.

ცარო კირვალიძისა და დავით ლორთქიფანიძის რეპორტაჟი ქუთაისიდან.