გვარამიას სასამართლო

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი, პროცესზე ნიკა გვარამიას გამოუცხადებლობა გახდა. პროცესი 13 ივნისს, 11:00 საათზე ჩატარდება. როგორც გვარამიას ადვოკატმა ქეთევან ჩომახაშვილმა განაცხადა, ნიკა გვარამია პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაზე იმყოფება, რის გამოც ვერ გამოცხადდა სხდომაზე, რადგან შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. სხდომაზე პროკურორებმა გვარამიას მხრიდან სხდომის გაჭიანურებასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვეს. ნიკა გვარამიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან, ამავე საქმეზე მას 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რის გადახდასაც, მისივე თქმით, არ აპირებს. გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ეწურება.