გვარამიას გზავნილები სტრასბურგიდან

„ქართული ოცნების“ ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს ევროპულ გზას, არამედ ჩვენი დემოკრატიის არსს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ყველა ჩვენს პარტნიორს ევროპის და ამერიკის მასშტაბით, დაგვიდგნენ გვერდით დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
გვარამიამ ამის შესახებ სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან – რასა იუკნევიჩიანესთან, ანა ფოტიგასთან, პეტრას აუსტრევიჩუსთან და ვიოლა ფონ კრამონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ახლა კრიტიკულ გზაჯვარედინზეა.