გვარამიას განცხადება – შეფასებები
პოლიტიკური შეფასებების თემაა ნიკა გვარამიას ინტერვიუ, სადაც ის აცხადებს, რომ აფხაზებს არ უყვართ ქართველები და არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ ძმები ვართ. „ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები,“ – განაცხადა გვარამიამ. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მიზანმიმართული ნათქვამი იყო და არა წამოცდენა.