გვარამიას განცხადება – გამოხმაურება

18:11, 29.10.2026

შეფასებების თემაა საკონსტიტუციო სასამართლოში ახლების ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიძინა ივანიშვილს გადასახადებს არ ახდევინებდნენ, რითიც ივანიშვილმა მილიონობით ლარი დაზოგა. გვარამიას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა სწორედ წინა ხელისუფლების დახმარებით აწარმოა საარჩევნო კამპანია, რომელიც მისივე თქმით, მაშინ ყველამ ქველმოქმედებად ჩათვალა. პარტია „ახალის“ლიდერის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებას „ქართულ ოცნებაში“უტიფრობას უწოდებენ და განმარტავენ რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს საქართველოში ფული არასდროს უშოვია და ივანიშვილის მხრიდან ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ გადადგმულ ნაბიჯებზე აკეთებენ აქცენტს.

მსგავსი