გვარამია სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დარჩა – ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. თუმცა, საქალაქო სასამართლოსგან გასხვავებით, ზედა ინსტანციამ ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელს პატიმრობა კიდევ ერთ ეპიზოდზე მიუსაჯა. საუბარია 2015 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში სარეკლამო კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რის შედეგადაც, გამოძიების ცნობით, „რუსთავი 2“-მა შვიდ მილიონ ლარამდე ოდენობის ზიანი მიიღო. წინა ინსტანციას ამ ეპიზოდზე გვარამიასთვის ჯარიმა ჰქონდა შეფარდებული. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში და სასამართლოს შენობის წინ ელოდებოდა ოპოზიცია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს და განაჩენს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დამაზიანებლად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს ამ თემაზე პოზიცია არაერთხელ აქვს დაფიქსირებული, „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს „მთავარის“ დამფუძნებლის შეწყალების თხოვნით მაინც მიმართავს.

ნეგატიური იყო ამერიკის საელჩოს გამოხმაურებაც.