ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოში ევროკავშირის ელჩისგან ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას ელის. ამის შესახებ მან „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერებთან, ნიკა გვარამიასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან, ასევე ევროპარლამენტარებთან, დანიუს ჟალიმასთან და ურმას პაეტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ის ამასთან დაკავშირებით უკვე ესაუბრა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის. „ვიმედოვნებ, რომ ის იქნება მეტად მხარდამჭერი ოპოზიციური ძალების და საქართველოს პოლიტიკის პროევროპული კურსის მიმართ. ასევე მივმართე ევროკომისარ მარტა კოსს და უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს, რომ მოახდინონ რეაგირება“ – განაცხადა აუსტრევიჩუსმა.