გვალვა და ტყის ხანძრები ევროპაში
ტყის ხანძრები, დამშრალი მდინარეები, განადგურებული მოსავალი – კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული მძიმე შედეგები, რომელიც ერთ დროს მეცნიერების პროგნოზი იყო, დღეს ევროპაში რეალობად იქცა.
ბებერ კონტინენტზე ჰაერის ტემპერატურა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მატულობს. ევროპის დიდ ნაწილში ისევ ექსტრემალური სიცხეა. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დღეს დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, სადაც თერმომეტრმა 37 გრადუსი აჩვენა. ტყის ხანძრებია ესპანეთში, საფრანგეთში და ბალკანეთის რეგიონში. მეცნიერები ამბობენ, რომ თუ კაცობრიობა კლიმატის ცვლილებებს სერიოზულად არ მიუდგება, დედამიწაზე ტემპერატურის მატება გარდაუვალია, ეს კი თავის მხრივ ბუნებრივ კატასტროფების რაოდენობას გაზრდის.