„გვახსოვდეს 8 აგვისტო“ - აქცია ფოთში

„გვახსოვდეს 8 აგვისტო“ – ამ სახელწოდებით აქცია გაიმართა ფოთში. ახალგაზრდებმა, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპულთა გმირთა მემორიალთან ყვავილები მიიტანეს. 2008 წელს, ოკუპანტების მიერ ფოთის ნავსადგურის დაბომბვის შედეგად 12 მოქალაქე დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაიჭრა. დღესვე, ფოთის საკათედრო ტაძარში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ფოთში აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელობის ქუჩებზე საქართველოს რუკის ფორმის სანომრე აბრები განთავსდება.