გურული უნიკალური ფოლკლორის ნიმუშები და გამორჩეული საცეკვაო ხელოვნება – მხარისთვის დამახასიათებელი ცეკვების შესასწავლად ცნობილი ქორეოგრაფები მასტერკლასებს ატარებენ. მათ შორისაა ისეთი ცეკვებიც, რომლებიც წლების შემდეგ აღადგინეს. მასტერკლასების იდეა უნიკალური ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ეკუთვნის.
გურული ცეკვისთვის დამახასიათებელ მოძრაობებთან ერთად პროექტის მონაწილეებს, ხალხური ცეკვის შექმნისა და განვითარების ისტორიასაც ასწავლიან. მასტერკლასები მომავალში გაგრძელდება და სხვადასხა რეგიონის ხალხური ცეკვების სწავლებას დაეთმობა.