გურჯაანში არასრულწლოვანს ეძებენ

გურჯაანში არასრულწლოვანს ეძებენ. 16 წლის მოზარდი სახლიდან 2 სექტემბერს გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ერთ- ერთმა თვითმხილველმა გიორგი კვეიძე ბოლოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ნახა.

დაკარგულის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ოჯახმა მოზარდის დაკარგვის ფაქტზე პოლიციას შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა.

სამძებრო სამუშაოები სამართალდამცველები უკვე ჩაერთნენ.