გურჯაანის თოჯინების თეატრის ახალი სივრცე
გურჯაანის თოჯინების თეატრი მაყურებელს 2026 წლიდან განახლებულ სივრცეში უმასპინძლებს. გახსნაზე სპექტაკლ „თოვლის დედოფალის“ პრემიერა შედგა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში კეთილმოეწყო თეატრის პარტერი, ნაწილობრივ შეიცვალა სასცენო განათება და განახლდა იატაკი. რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.