გურიის რეგიონული აქტივობის ჯგუფის ანგარიში

ნოდარ დუმბაძის სახელობის ფონდში, გურიის რეგიონული აქტივობის ჯგუფის წლიური შემაჯამებელი ანგარიშისა და განვითარების ხედვის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული ჯგუფი, ინიციატივა “გააცოცხლე გურია”-ს ფარგლებში ჩამოყალიბდა და მოიცავს სხვადასხვა სპეციალობის პროფესიონალთა გაერთიანებას, რომლებიც ზრუნავენ რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის. პრეზენტაციაზე რეგიონის ტურისტული პოტენციალის კვლევის ძირითადი მიგნებები წარმოადგინეს, რომელიც რეგიონული აქტივობის ჯგუფის ინიციატივით, გერმანიის კათოლიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი სტუდენტების, პროფესორების და ტურიზმის ექსპერტების მიერ  გურიაში განხორციელდა.