გურიის მცხოვრებლების პროტესტი

გურიის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს აანონსებს. ნატანების მცხოვრებლები თხილის განადგურებულ მოსავალზე საუბრობენ და ფინანსურ კომპენსაციას ითხოვენ.

რეგიონში გავრცელებულმა ფაროსანამ ადგილობრივები თხილთან ერთად, სიმინდისა და ციტრუსის გარეშეც დატოვა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლების გეგმა მავნებელის წინააღმდეგ, უშედეგო აღმოჩნდა და უფრო მეტიც, მათი მტკიცებით, ჩატარებულმა შეწამვლითმა სამუშაოებმა ფუტკარიც გაანადგურა.

რა პასუხი აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას და ჩატარდა თუ არა შესაბამისი ღონისძიებები წესების სრული დაცვით, – ჩვენი რეპორტაჟი ნატანებიდან.