გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა. ამ დროისთვის რეგიონში ზარალის აღწერა მიმდინარეობს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. დიდთოვლობამ დააზიანა სახლები და ელექტროენერგიის ხაზები. მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სახლში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. გადაუღებელი თოვის შედეგად თითქმის ერთი კვირის განმავლობაში სოფლების უმრავლესობა გარესამყაროს იყო მოწყვეტილი, მოსახლეობას არ მიეწოდებოდა გაზი, ელექტროენერგია და ინტერნეტი.
რა ვითარებაა გურიაში ახლა და როგორ აპირებს ადგილობრივების დახმარებას ხელისუფლება – თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟი. #მოამბერეგიონები