გურია „გემო ფესტს“ უმასპინძლებს

21:41, 26.07.2026

გურია „გემო ფესტისთვის“ ემზადება. ყველაზე გემრიელ ფესტივალს რეგიონი პირველ და 2 აგვისტოს შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე უმასპინძლებს. კულინარიული დღესასწაული გურიაში უკვე მეორედ იმართება. გასტრონომიულ სივრცეებთან ერთად, სტუმრებისთვის მუსიკალური პროგრამა და სხვადასხვა გასართობი აქტივობები მოეწყობა. მასშტაბური ღონისძიების მთავარი მიზანი რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერაა.

კიდევ რა ელოდებათ „გემო ფესტის“ სტუმრებს გურიაში – მოამბე რეგიონების სტუმარია: ეკატერინე ყოლბაია, შიდა ტურიზმის განვითარების სამმართველოს უფროსი.

მსგავსი