გურამიშვილის გამზირზე კორპუსში ლიფტი ავარიულად დაეშვა
ექვსი ადამიანი დაშავდა სანზონაში, გურამიშვილზე საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ავარიულად დაშვების შედეგად. დაშავებულთა ნაწილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი, ნაწილი კი კლინიკა „ჯერარსში“. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.