გურამ შარაძის შვილის მოთხოვნა

გურამ შარაძის მკვლელობიდან 11 წლის შემდეგ მისი ახლობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები მკვლელობის ადგილზე შეიკრიბნენ და გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს.

გურამ შარაძის შვილი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს და არაერთი მოწმე ფიგურირებს, საქმე ჯერ კიდევ არ არის გახსნილი.

რუსუდან შარაძე ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს.