გურამ შარაძის მკვლელობის საქმე

გურამ შარაძის შვილი იმედოვნებს რომ მამის მკვლელობის საქმეზე სიმართლე დადგინდება. განცხადება ამის შესახებ რუსუდან შარაძემ პირველ არხთან გააკეთა. ის დარწმუნებულია, რომ გურამ შარაძე გიორგი ბარათელს არ მოუკლავს.

10 წლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ბარათელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. ბარათელი შარაძეების ოჯახთან შეხვედრას გეგემავს.

შეგახსენებთ, პროფესორი გურამ შარაძე 2007 წელს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მელიქიშვილის ქუჩაზე მოკლეს.