გურამ დურგლიშვილის მრავალფეროვანი ფერწერული სამყარო – მხატვრის გამოფენას ხელოვნების სასახლე მასპინძლობს
ხელოვნების სასახლე გამორჩეული და ნიჭიერი მხატვრის, გურამ დურგლიშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ხელოვანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შემოქმედებით თავისუფლებას მიუძღვნა. ხელოვნებათმცოდნეები მის შემოქმედებას ახასიათებენ როგორც მრავალფეროვან ფერწერულ სამყაროს, სადაც თითოეული ტილო ერთმანეთისგან განსხვავებული კომპოზიციით, ფერთა გამით, სიურრეალისტური და აბსტრაქტული ელემენტებით გამოირჩევა.
გამოფენა 11 ნოემბერს გაიხსნა და დამთვალიერებლებს 22 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
თათია ხაჩიძის სიუჟეტი.