გურამ დონაძე პროკურატურას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს

ბუტა რობაქიძის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული გურამ დონაძე, მთავარ პროკურატურას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს. დონაძის განცხადებით, ბრალდების მხარის  მიერ დასაკითხთა სიაში შეყვანილი 81 მოწმიდან, სასამართლოზე ჩვენება მხოლოდ ნაწილმა მისცა. მოწმის სტატუსით არ გამოკითხულა რობაქიძესთან ავტომობილში მჯდომი კახაბერ აზარაშვილი და ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტები, რომლებმაც საქმეში არსებული ფირების ექსპერტიზა ჩაატარეს. საქალაქო სასამართლოში, რობაქიძის საქმეზე ბრალდების მხარემ, მოწმეების გამოკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.  ხვალიდან დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მასალების განხილვა დაიწყება. მთავარ პროკურატურაში  დონაძის საპასუხოდ კომენტარს არ აკეთებენ და  გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლოში დასკვნით სიტყვაში შეაფასებენ.