გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა და სხვებსაც შეაყვარა – საქართველოს თანამედროვეობის გამორჩეული კლასიკოსი, გურამ დოჩანაშვილი აღარ ჰყავს. ქართველი მწერალი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, კლინიკაში მოათავსეს, სადაც დღეს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დოჩანაშვილის მოთხრობები და რომანები სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი, ასევე მისი ნაწარმოებების მიხედვით, არაერთი ტელესპექტაკლი და ფილმი გადაიღეს.

როგორც თავად მწერალი წერდა: „ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს, ადრე მოკვდები თუ გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის. მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ“.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება ნახეთ მარიკა შალიკაშვილის სიუჟეტში.