გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმე – შსს-ს განცხადება
2014 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის, გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს 50 მდე თანამშრომელი ჩაერთო. ისინი ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ. უწყების ცნობით მომხდარზე გამოძიება გრძელდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა და საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება არ გამოვლენილა. მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ დადიანიძეს არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას, არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და რაიმე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობდა. შსს აცხადებს, რომ საქმეზე საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები 2014 წლიდან მიმდინარეობს და ინფორმაცია, თითქოს ამ პერიოდში შესაბამისი ღონისძიებები არ ტარდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს, სადაც არსებული ცნობით, არასრულწლოვნის ხმა ისმოდა. როგოც უწყებაში განმარტავენ ვიდეოს ავტორი გამოიკითხა და დგინდება, რომ ვიდეომასალა გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, შუადღის 15:00 საათის პერიოდში, ხოლო დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით, იგი გაუჩინარდა 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე.