გუმისთის ბრძოლებიდან 33 წელი გავიდა

18:41, 16.03.2026

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ველზე დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. გაიხსენეს აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა.

შეგახსენებთ, 1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზეთში სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ჩრდილო-კავკასიელმა ბოევიკებმა და რუსულმა სადესანტო შენაერთებმა, მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ რვა კმ-იან ფრონტის ხაზზე, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს და იძულებული გახადეს, უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში, ქართველმა მეომრებმა, საკუთარი თავდადების ფასად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს; ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ქართული საბრძოლო შენაერთების გამარჯვებაში, ქართველმა არტილერისტებმა შეასრულეს. ქართველთა ამ ერთიანი ძალისხმევისა და თავგანწირული ბრძოლის შედეგად, მტერმა მაშინ სოხუმი ვერ აიღო.

მსგავსი