გუჯა ბურდული გარდაიცვალა

გარდაიცვალა ქართველი მსახიობი გუჯა ბურდული. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ელგუჯა ბურდული ცნობილია მთავარი როლით თეიმურაზ ბაბლუანის ფილმიდან „უძინართა მზე“. ამასთან, იგი მონაწილეობდა ფილმებში: „ბეღურების გადაფრენა“, „მოცურავე“, „ადამიანთა სევდა“ და მრავალი სხვა. 2021 წელს ელგუჯა ბურდულს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა და სამძიმრის წერილი გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მან ღირსება, ვაჟკაცობა და თავმდაბლობა თავის გმირებში განასახიერა და ისეთი დაუვიწყარი სახეები შექმნა, რომლებმაც მაყურებლის სიყვარული დაიმსახურეს, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.