გუგუტიანთკარში რუსმა სამხედროებმა სამუშაოები შეაჩერეს

უკანონო ბორდერიზაცია სოფელ გუგუტიანთკარში.

მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა სატვირთო მანქანით მიტანილი რკინის ყველა ბოძი დაამონტაჟეს, სამუშაოები შეაჩერეს და ტერიტორია დატოვეს. ისინი სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის დღეს დილიდან გამოჩნდნენ და რამდენიმე დღის წინ დაწყებული რკინის ბოძების მონტაჟი განაახლეს.

ადგილზე დღეს გორის მერიც ჩავიდა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს გაესაუბრა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსი ოკუპანტებისგან არსებობს დაპირება, რომ სარწყავი წყლის რეზერვუარი საოკუპაციო ზოლში არ მოექცევა.

სისტემები, რომელიც 2017 წელს მოეწყო, გუგუტიანთკარის, კოშკას და მერეთის 200-მდე ოჯახს სარწყავი წყლით უზრუნველყოფს.