გუგუტიანთკარში ე.წ. სადემარკაციო სამუშაოები შეჩერებულია

15:08, 18.08.2019

სოფელ გუგუტიანთკარში დღეს ოკუპანტები არ გამოჩენილან. ე.წ. სადემარკაციო სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა ადგილობრივები შიშობენ, რომ ოკუპანტები, შესაძლოა, მალე ისევ გამოჩნდნენ და მათი საკარმიდამო ნაკვეთები საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდეს.

დღეს დილით საოკუპაციო ხაზთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ და მოსახლეობას გაესაუბრნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ.

მსგავსი