გუგუტიანთკარის მცხოვრებლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი დღეისთვის შეჩერებულია.

ოკუპანტებმა დღეს ადგილზე მხოლოდ 2 საათის განმავლობაში იმუშავეს. ამ დროისთვის მწვანე ღობე სარწყავი წყლის არხამდეა გავლებული.

რა მიმართულებით გაგრძელდება საოკუპაციო ხაზი და როდის აღადგენენ უკანონო პროცესს ოკუპანტები, უცნობია.

თემის დეტალები „მოამბეში“.