გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია

დედაქალაქში გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.

თბილისის მერის მოადგილე და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დღეს საკრებულოს ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრებს შეხვდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, რატომ გეგმავს მერია 50 მილიონიანი პოექტის ტენდერის გარეშე გამარტივებული შესყიდვით განხორციელებას.

თბილისის მთავრობაში გადაწყვეტილებას ჩასატარებელი სამუშაოს სპეციფიკით ხსნიან და განმარტავენ, რომ ტენდერით პროექტის განხოციელება რისკებს შეიცავს. ევროპული საქართველოს წევრები აცხადებენ, რომ თბილისის მთავრობასთან საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.

გუდიაშვილის რეაბილიტაციის პროექტი გეგმის მიხედვით 2019 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.