გუდაურში ტურისტი დაიღუპა

გუდაურში ტურისტი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფილიპინების მოქალაქე, ინსტრუქტორთან ერთად, პარაპლანით გუდაურიდან გამოფრინდა. ღუდის ხეობაში კი მართვა დაკარგეს და მდინარე არაგვში ჩავარდნენ. მომხდარის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაიცვალა. საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა კი სტაბილურია, მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით საქმე უკვე აღძრულია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.