გუდაურში საბაგიროს დაზიანების შედეგად რვა პირია დაშავებული - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა

რა გახდა გუდაურში საბაგიროს დაზიანების მიზეზი, რამაც 8 ადამიანის დაშავება გამოიწვია. დაზარალებულებს მრავლობით მოტეხილობები აღენიშნებათ. სიმძიმიდან გამომდინარე,  ორი მათგანის გადმოყვანა თბილისში გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ დაზარალებული შვედეთის მოქალაქე ფეხმძიმედ არის.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრები “მოამბემ” მოიპოვა და თქვენ მას ახლა ჩვენს ეთერში პირველად ხედავთ.

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ საბაგიროს მწარმოებლებს ექსპერტების გამოგზავნის თხოვნით უკვე მიმართა.

გუდაურში ჩვენი კორესპონდენტი გურამ როგავა იმყოფება.