გუდაურში რუს გოგონას ეძებენ, რომელიც ზვავში მოჰყვა

გუდაურში რუს გოგონას ეძებენ, რომელიც ზვავში მოჰყვა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ტურისტები „საძელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში შესაბამისი დამცავი აღჭურვილობის გარეშე სრიალებდნენ.

სამაშველო სამსახურმა სამი ადამიანი უვნებლად გამოიყვანა. ერთი ტურისტის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომლიც ამ დრომდე მიმდინარეობდა, ცუდი ხილვადობის მიზეზით ცოტა ხნის წინ შეწყდა, ძებნა დილიდან განახლდება.

კომპანია დამსვენებლებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს და მოგმართავთ თხოვნით, თქვენივე უსაფრთხოებისთვის, ნუ გადახვალთ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილეთ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს.