გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმე

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა, ახალ გარემოებებზე ისაუბრა. სპეციალურ პრესკონფერენციაზე, აქცენტი არსებულ ვიდეოჩანაწერებსა და მტკიცებულებებზე გაკეთდა. ინტერესების დამცველის თქმით, აღნიშნული მასალები ცხადყოფს, რომ ბრალდებული თავს იცავდა.

ადვოკატის მთავარი მოითხოვნაა, სასამართლომ არ გაიზიაროს ბრალდების პოზიცია, განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში.