გუდაურს, როგორც სამთო კურორტს, 30 წელი შეუსრულდა

გუდაურს, როგორც სამთო კურორტს, 30 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.

მთის კურორტების კომპანიის ხელმძღვანელმა ის მწვრთნელები დააჯილდოვა, რომლებმაც სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციასა და სპორტსკოლების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

ასევე, თარიღთან დაკავშირებით, გამოფენაც მოეწყო, სახელწოდებით „ევოლუცია“, სადაც თხილამურებისა და ეკიპირების როგორც ძველი, ისე თანამედროვე ექსპონატები იყო წარმოდგენილი.

ღონისძიების დასასრულს  საჩვენებელი დაშვება განხორციელდა.