გუდაურის პოლიციაში გამოკითხვა მიმდინარეობს

გუდაურის პოლიციაში გამოკითხვა მიმდინარეობს. პოლიცია გუშინ მომხდარ ფაქტს იძიებს.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი მაცხოვრებლები გუდაური-ყაზბეგის გზაზე მუსიკალური ფესტივალის გამართვის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ფესტივალის გამართვის ტერიტორია დაარბიეს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, განადგურებულია აპარატურა და სხვა საფესტივალო ინვენტარი.

გუდაურის პოლიციასთან ნათია ქენქაძე მუშაობს.