გუდაური ზამთრის სპორტულ რუკაზე მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცევა.
2025 წლის ზამთრის სეზონზე საქართველო ორ მსოფლიო თასს უმასპინძლებს, რომელიც სკი კროსის და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში გაიმართება. გუდაურს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ათლეტები ესტუმრებიან. მსოფლიო თასების მოსაპოვებლად იასპარეზებენ სპორტსმენები ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა არაერთი ქვეყნიდან. სპორტული ღონისძიებები საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით ტარდება. მსოფლიო თასებს „ევროსპორტი“ და სხვა საერთშორისო მედიები გააშუქებენ.