საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, თუმცა თოვლისა და ლიპყინულის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 იანვრიდან 8 იანვრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ძლიერმა ნალექმა, შესაძლოა, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან კი ძლიერი ქარიც, მაღალ მთაში ქარბუქია ნავარაუდევი.