გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა

12:10, 06.01.2019

ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. ამის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი