გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანებისთვის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანებისთვის მოძრაობა აღდგა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯერ ისევ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით კი მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით განხორციელდება. ამ რეჟიმით გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით მოხდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთაში კი თოვლია ნავარაუდევი. გამოდარებას სინოპტიკოსები 26 აპრილიდან ელოდებიან.