გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. თუმცა ამ დრომდე ადგილზე რჩებიან მეხანძრეები.

ცეცხლის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ სპეციალური ტექნიკით სამაშველო ბრიგადები. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით,რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო მანქანები ვერ მივიდნენ და მაშველებს ფეხით უწევდათ სპეცტექნიკის მიტანა. დამწვარია 5 ჰექტარზე მეტი ფართობი, ბალახის საფარი.