გუდამაყარში კლდოვანი მასა ჩამოიშალა 

სტიქია გუდამაყარში.

ხეობაში ცოტა ხნის წინ მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ჩამოშლილია კლდოვანი მასის ნაწილი. გზის ჩახერგის გამო დუშეთის მუნიციპალიტეტის 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. სოფელ ოშპიტელის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ადგილზე სპეც. ტექნიკას მუშაობა არ დაუწყია. ხვალ დილით დამეწყრილ ზონაში გეოლოგები უნდა ჩავიდნენ და დაადგინონ, რამდენად არსებობს მეწყრული პროცესების გაგრძელების საფრთხე. სწორედ მათ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, თუ როდის დაიწყება დამეწყრილ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები.

ოშპიტელში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი მუშაობს. გიორგი კობერიძე დეტალებით.

 

დატოვე კომენტარი