გუცაევის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია

„მოვლენა სახელად გუცაევი“ – ცნობილი ჟურნალისტისა და უეფას მედია ოფიცერის, მამუკა კვარაცხელიას წიგნის პრეზენტაცია.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია. წიგნის პრეზენტაცია უკავშირდება თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელის, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურო ტაიმაუტის“ წამყვანის, ვლადიმერ გუცაევის 70 წლის იუბილეს.