გუბერნატორები ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს აფასებენ

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს აფასებენ გუბერნატორები და ამერიკელი სპეციალისტები. შეხვედრა მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში შედგა. აღინიშნა, რომ წინა წელთან შედარებით, მავნებლის პოპულაცია შემცირებულია და მნიშვნელოვანია ცალკეული მუნიციპალიტეტების წარმატებული მაგალითების გაზიარება.

აბაშის მუნიციპალიტეტში,ე.წ. ანჯელის მასივში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა სიმინდის მოსავლის შენარჩუნება და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება.

შეხვედრაზე განიხილეს თხილის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მოსავლის დაზიანება ძირითადად სოკოვანი დაავადებებით არის განპირობებული.

დატოვე კომენტარი