გუბაზ სანიკიძის ბრალდება პირველი არხის ჟურნალისტს

საქართველოს პირველი არხი ამჯერად გუბაზ სანიკიძის თავდასხმის სამიზნე გახდა. „მოამბის“ ჟურნალისტს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის მე-16 ნომერმა პროვოკატორი, დეზინფორმატორი და ტროლი უწოდა. როგორც ჩანს, ოპოზიციის წარმომადგენელი საკუთარმა კომენტარმა გააღიზიანა, რომლის სატელეფონო ჩანაწერიც არსებობს. შეკითხვაზე – აპირებს თუ არა პარლამენტში შესვლას, სანიკიძემ ჟურნალისტს ამ თემაზე სასაუბროდ ორი-სამი დღე სთხოვა. ამავე სათაურით გამოქვეყნდა ეს კომენტარი ჩვენს ვებგვერდზეც, თუმცა სანიკიძემ მის მიერ ნათქვამი და უცვლელად გამოქვეყნებული სიტყვები პარლამენტში შესვლის სურვილად აღიქვა და არხი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.