გუაიდო ოკუპირებული რეგიონების აღიარებას გააუქმებს

მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში ვენესუელაში შექმნილი კრიზისია.

ახლა ყველა მხარე განსაკუთრებული ინტერესით ელოდება, ვინ გაიმარჯვებს ძალაუფლებისთვის ბრძოლაში – საერთაშორისო საზოგადოების მიერ არალეგიტიმურად მიჩნეულ არჩევნებში გამარჯვებული ნიკოლას მადურო თუ ოპოზიციონერი ლიდერი ხუან გუაიდო, რომელმაც მასშტაბური აქციების შემდეგ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება საქართველოც, მითუმეტეს, რომ გუაიდოს მმართველობის შემთხვევაში ვენესუელას მხრიდან აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების რეალური შანსი ჩნდება.