გრიპის ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა

ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევა თბილისში მოხდა. ექიმების თქმით, მათ კლინიკაში დაგვიანებული მიმართვის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობა გრიპის ვირუსის ფონზე დაუმძიმდათ.

რაც შეეხება ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს, ამ დროისათვის,  გრიპის ვირუსით გარდაცვალების 10 ფაქტი ფიქსირდება. თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.