გრიპის ვირუსით ინფიცირების სტატისტიკა

გრიპის ვირუსით ინფიცირების ახალი სტატისტიკა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. ამბულატორიულ დაწესებულებებში, პაციენტთა მიმართვიანობამ წინა კვირასთან შედარებით მოიმატა, თუმცა მაჩვენებელი მაღალი არ არის. ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ვირუსის გამწვავების შემთხვევა 100 000 მოსახლეზე 220-ს შეადგენს, რაც წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით, საკმაოდ დაბალია.

პაატა იმნაძის განმარტებით, გრიპის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არის.