გრიპის ვირუსი რეგიონებში

კლინიკებში მიმართვიანობამ მოიმატა ქვეყნის მასშტაბით.

კარანტინი გამოცხადდა ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. ინფორმაციას ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ. ბოლო დღეებში ფოთში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას ჯამში, 1427 პაციენტმა გრიპის ვირუსის ჩივილებით მიმართა, აქედან 4 პაციენტის მდგომარეობა იყო რთული, მათგან ერთი გარდაიცვალა.

საავადმყოფოებში მიმართვიანობამ მოიმატა კახეთსა და აჭარაშიც.