გრიპის ვირუსი

ბოლო ერთ დღეში H1N1-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 12-დან 13-მდე გაიზარდა.

დაავადების გავრცელების დინამიკის შედარებითი კლების ფონზე კვლავ მაღალია ჰოსპიტალიზების და გართულებული შემთხვევების მაჩვენებელი.

ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოებში 845 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 44-ის მდგომარეობა.

რაც შეეხება H1N1-ის სამკურნალო პრეპარატ „ტამიფლუს“ მარაგებს, ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით მარაგებს ელოდება, თუმცა მაღალი ფასის გამო, პრეპარატის შეძენა პრობლემურია, რის გამოც მინისტრი სერგეენკო წამლის დისტრიბუტორ კომპანიას მედიკამენტის ღირებულების დაწევას სთხოვს.